ბიზნესი
18/06/2020

ბიტუმის იმპორტი მაისში 120%-ით გაიზარდა

2020 წლის მაისში საქართველოში 7.7 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმია იმპორტირებული, რაც 4.2 ათასი ტონით (120%-ით) მეტია აპრილთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია, მასზე მოდის სანავთობო ბიტუმის იმპორტის თითქმის 60%.

იმპორტიორი ქვეყნები:

აზერბაიჯანი - 4,6 ათასი ტონა (59,7%)

ერაყი - 1,9 ათასი ტონა (24,7%)

სომხეთი- 0,6 ათასი ტონა (7,8%)

რუსეთი - 0,3 ათასი ტონა (3,9%)

თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (2,6%)

ირანის ისლამური რესპუბლიკა - 0,1 ათასი ტონა (1,3%)

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა ჯამში 25,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 18,6 ათასი ტონით ანუ 42,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (44,1 ათასი ტონა) შედარებით.

Businesspartner