ბიზნესი
03/09/2020

ბიოდეგრადირებადი პარკების კომპანია "ეკო ჯორჯია" წარმოებას აფართოებს

ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო "ეკო ჯორჯია" წარმოებას აფართოებს და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

კომპანიის დირექტორის გოჩა ყარყარაშვილის თქმით, საწარმოში ამ დროისთვის 25 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლოსთვის კი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება.

კომპანია „ეკო ჯორჯია“ გორში მდებარეობს და პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბიოპლასტიკის გრანულებს, მასალას, რომლისგანაც ბიოდეგრადირებადი პარკი მზადდება. პროდუქტი პოლიეთილენის ალტერნატივაა და სრულად შეესაბამება მთავრობის 472-ე დადგენილებას, რომელიც პოლიეთილენის პარკების მოხმარებას, იმპორტს და რეალიზებას არეგულირებს.

კომპანიამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა ქონების ეროვნული სააგენტოსგან, სიმბოლურად 1 ლარად მიიღო და წარმოების 500 ტონამდე გაზრდის ვალდებულება აიღო.

„ეკო ჯორჯიამ“ სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა. საწარმოში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022