ბინები დღიურად შენი შემდეგი წვეულებისთვის
როდის ვმართავთ წვეულებებს?
ჩვენთვის მნიშვნელოვან თარიღებში, როცა სიხარულს გაზიარება ახლობელი ადამიანებისთვის გვსურს. როცა ვინიშნებით, ვქორწინდებით, დაბადების დღეს აღვნიშნავთ ან ბავშვის ნათლობას.
საბედნიეროდა, აღსანიშნი მიზეზი ბევრია. მაგრამ, როცა საქმე წვეულებას ეხება, თან დაუვიწყარ წვეულებას, სად გაიმართება იგი, მნიშვნელოვანია. შესაბამისად დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს სწორი ადგილი. ეს სწორი ადგილის შერჩევა კი დამოკიდებულია თქვენს სუვილებზე. დღიური ბინები ან სახლები წვეულებების მოყვარულებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ეს იძლევა საშუალებას თქვენი ივენთის, ფართის მასპინძელი თავად იყოთ, რაც დამატებითი მოქნილობისა და კომფორტის გარანტია.
სანამ სახლის ფართის გადაწყვეტთ, იქამდე კარგად უნდა გაანალიზოთ, რა ალტერნატივები გაქვთ:
- ბინები დღიურად წვეულებისთვის, რომელიც მოგცემს საშუალებას, შეარჩიო თემატიკა და ისეთი ფართი დაგეგმო, როგორიც გაგიხარდება;
- რესტორანი, სადაც საკვები, დალაგება, მომსახურეობა შენი სადარდებელი არ იქნება, მაგრამ მოგიწევს ისიამოვნო იმ მუსიკითა და პროგრამით, რასაც რესტორანი თავად გთავაზობს;
- ბარები, ლაუნჯები - აქაც დაახლოებით იგივე პრობლემაა, რაც რესტორანში. გაგიჭირდება თავად განსაზღვრო შენი წვეულების თემატიკა.
ორივე მათგანი, რესტორანიც და ბარი ან ლაუნჯი ბევრად უფრო დიდ ბიუჯეტს მოითხოვს ვიდრე დღიური ბინები.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს იქირავო დღიური ბინები და სახლები წვეულებისთვის, ჩავშლით მის უპირატესობებსა და უარყოფით მხარეებს და საბოლოოდ, დავადგენთ, ვისთვის არის დღიური ბინები.
რა არის დღიური ბინები/სახლები?
დღიურად გაქირავებული სახლები, როგორც სახელწოდება გვეუბნება, არის საცხოვრებელი ფართები, რომლებიც ხელმისაწვდომია თითო დღით. ტრადიციული გაქირავებისგან განსხვავებით, დღიური ბინები ან სახლები უზრუნველყოფენ ხანმოკლე საცხოვრებელს, ხშირად ღონისძიებებისთვის, დასვენებისთვის ან დროებითი ყოფნისთვის. ეს სახლები სრულად არის მოწყობილი, რაც მათ იდეალურს ხდის წვეულებებისა და შეხვედრებისთვის.
როგორც წესი, დღიური ბინები განსაკუთრებული კომფორტით გამოირჩევა. ცალკე გასართობი ოთახები, ბილიარდის, ტენისის მაგიდა, აუზი, ჯაკუზი და სხვა.
დღიური ბინები/სახლები და მათი უპირატესობები
დღიური ბინები/სახლები რამდენიმე უპირატესობას გვთავაზობს ტრადიციულ ადგილებთან შედარებით:
დღიური ბინები/სახლები სრულად თქვენს განკარგულებაში არსებული ფართია, სადაც პრივატულობის შეგრძნება მაქსიმალურად იქნება დაცული და თქვენ შეძლებთ იზეიმოთ აღნიშნოთ ნებისმიერი რამ შეზღუდვების გარეშე. საკუთარი სახლის წვეულებისგან გასხვავებით დღიური ბინები მარტოობის უდიდეს კომფორტს გთავაზობენ, რაზეც უარის თქმა რთულია.
მეორე რა, რითის დღიური ბინები გამოირჩევა, მოქნილობაა. რას ვგულისხმობთ მოქნილობაში? თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ადგილი და შენობა, რომელიც შეესაბამება თქვენს წვეულების თემასა და ზომას. ტერიტორიული მისამართი, ფართი, დიზაინის ელემენტები, როცა დღიურ ბინას ეძებ, Dgiurad.ge-ზე სწორედ დღიური ბინები წვეულებისთვის არის შენი ძებნის ფილტრი, უდიდეს არჩევანში შენ, რა თქმა უნდა, არჩევ უბანში, რომელიც მოგწონს და გინდა, იმხელას, რამხელაც გინდა, სტუმრების და წვეულების თემატიკიდან გამომდინარე. მეტიც, შეგიძლია ისეთი ფერის კედლებიანი სახლი შეარჩიოთ, როგორიც მოგწონთ.
ზემოთად აღვნიშნეთ, დღიური ბინები/სახლები გამოირჩევა განსაკუთრებული კეთილმოწყობით. როგორც წესი, ასეთ სახლებს აქვთ მშვენიერი ეზოები, სათამაშო ოთახები, გარე სივრცეები, საცურაო აუზები. კერძო სახლი ან დიდი ფართობის ბინა ძალიან დიდი ფუფუნებაა დღეს. წარმოიდგინე, შეგიძლია მოაწყო Pool Party შენს დაბადების დღეზე, ან Beerball შენი დაწინაურების აღსანიშნად, ზოგი დღიური ბინა/სახლი იმხელაა დამალობანასაც თავისუფლად ითამაშებ.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც დღიური ბინები ასეთი პოპულარული ხდება წვეულების მოსაწყობად, მათი ხარჯეფექტურობაა. სახლის დაქირავება ერთი დღით შეიძლება უფრო ეკონომიური იყოს, ვიდრე ტრადიციული ადგილის დაჯავშნა, განსაკუთრებით დიდი ჯგუფებისთვის. დღიური ბინები სხვადასხვა საფასო კატეგორიაშია, შეგიძლია იგი შენს ბოუჯეტს მაქსიმალურად მოარგო. საკვები, სასმელი, როცა მას უბრალოდ მაღაზიაში ყიდულობ და არ სარგებლობ რესტორნისა თუ ბარის მომსახურეობით გაცილებით იაფია. შვედური მაგიდის მომზადება, ან სუფრის გაშლა, რომლის მომზადებაშიც ყველა ჩართულია, უფრო სასიამოვნოც არის და მხიარულიც, არც იმდენი ფული გეხარჯება, რამდენიც სხვა შემთხვევაში დაგეხარჯებოდა.
ეკონომიურობას რომ შევეშვათ, დღიური ბინები/სახლები გაძლევენ უსაზღვრო თავისუფლებას, უსმინო იმ მუსიკას, რომელიც გსურს და ზუსტად ისეთი წვეულება გქონდეს, როგორიც გინდა.
როგორ ავირჩიოთ სწორი დღიური ბინა/სახლი
თქვენი წვეულებისთვის იდეალური დღიური ბინების/სახლების არჩევა მოიცავს რამდენიმე ფაქტორს:
მდებარეობა: ძალიან მნიშვნელოვანია ბინა, სახლი, რომელსაც შეარჩევთ, ადვილად მისადგომი იყოს სტუმრებისთვის და იქ მოსაღწევად 9 მთისა და 9 ზღვის გადმოლახვა არ დასჭირდეთ. მეტროსთან სიახლოვე, ტრანსპორტი მნიშვნელოვანია.
მეორე მხრივ კი, თქვენ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ისეთი დიზაინისა და ატმოსფეროს მატარებელი გარემო, რომელიც თქვენთვის მისაღები და სასიამოვნო იქნება. გადამწყვეტი სიტყვა თქვენზეა, ეძებეთ იქამდე, სანამ იმას არ იპოვით, რაც გსურთ.
ზომა, დღიური ბინის/სახლის ფართი: დღიური ბინები/სახლები ერთმანეთისგან კვადრატულობითაც განსხვავდება. იმისთვის რომ წვეულება იდეალური გამოვიდეს. მნიშვნელოვანია, მისი მასშტაბი. რადგან წვეულების მასპინძელმა წინასწარვე იცის, რამდენ სტუმარს ელოდება, რა თამაშებსა თუ აქტივობებს აპირებს, მას შეუძლია განსაზღვროს, დაახლოებით რამხელა სახლი სჭირდება. თუ წვეულების შემდეგ, სტუმრები დაძინებას იქვე აპირებენ, მაშინ ბევრი საძინებელი გჭირდებათ, თუ არა, თქვენთვის მთავარი საერთო ოთახი ან გარე სივრცე ყოფილა და ა.შ.
კეთილმოწყობა: იმის მიხედვით, თუ რას გეგმავთ წვეულებაზე. აუზზე გინდათ ფართის მოწყობა, კარაოკე, ბარბექიუ თუ საცეკვაო მოედნის მოწყობა გადაგიწყვეტიათ. უნდა შეარჩიოთ ბინები დღიურად, რომელთაც შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ.
სახლები/ბინები დღიურად რჩევები კარგი ფართის დაგეგმვისთვის
დაგეგმეთ წინასწარ: არ დაგავიწყდეთ, ბინა და სახლი ადრევე უნდა დაჯავშნო, თორემ თუ საქმეს ბოლომდე მიიყვან, აღმოაჩენ, რომ წვეულება ჩაგეშალა. ეს ამბავი განსაკუთრებულად პიკის პერიოდში გემუქრებათ. ამიტომ ბინები დღიურად წინასწარ უნდა შეარჩიოთ, დაჯავშნოთ, ხშირად ბეც უნდა დატოვოთ.
განსაზღვრეთ ბიუჯეტი: განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი ბინისთვის, დეკორაციებისთვის, საკვებისა და გართობისთვის.
დაუკავშირდით მფლობელს: განიხილეთ სახლის წესები ან შეზღუდვები და წინასწარ დასვით ყველა შეკითხვა, რაც დაგებადებათ, რომ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი გაუგებრობა.
მოემზადეთ დასუფთავებისთვის: წინასწარ იფიქრეთ ბინები დღიურად კარგია, მაგრამ ის რომ დღიურად ქირაობთ სახლსა თუ ბინას, საერთოდ არ გათავისუფლებთ წვეულების შემდეგ მისი მოწესრიგების ვალდებულებისგან. ამიტომ ამაზე წინასწარ იფიქრეთ, თუ თავად არ ხართ მზად, სახლის დალაგებისთვის, დაუკავშირდით დასუფთავების სერვისს, ან ჰკითხეთ მფლობელს, იქნებ, თანხის დამატების სანაცვლოდ თავად აიღოს ეს ნაწილი თავის თავზე.
სად უნდა ვიპოვოთ ბინები დღიურად წვეულებისთვის?
ბევრი მეპატრონისთვის კატეგორიულად მიუღებელია გააქირავოს ბინები დღიურად წვეულებისთვის. ამიტომ სანთლით არის საძებნელი ისეთი ბინები ან სახლები, რომელთა მეპატრონეებიც არ შეგიქმნიან ზედმეტ პრობლემას წვეულების შემთხვევაში. სწორედ იმიტომ, რომ ეს გაუთავებელი გაუგებრობები, მეზობლების შემოვარდნები, ჩხუბი მეპატრონესთან, ძალიან დამღლელია, წარმოგიდგენთ საიტს: dgiurad.ge.
თუ ბმულს: www.dgiurad.ge , ესტუმრები აღმოაჩენ, რომ სანთელი და ეგრე ძებნა საერთოდაც არ არის საჭირო. Dgiurad.ge პლატფორმაა, სადაც შეგიძლია პირდაპირ მოძებნო ბინები დღიურად წვეულებისთვის და სახლი რომ მოგეწონება, სამარჩიელო არ გქონდეს, მის მეპატრონეს უნდა თუ არა წვეულებისთვის მოგაქირავოს.
დღიური ბინები გთავაზობენ უნიკალურ და მოქნილ გადაწყვეტას წვეულებებისა და ღონისძიებების მასპინძლობისთვის. სწორი დაგეგმვითა და მომზადებით, შეგიძლიათ დღიურად დაქირავებული სახლი გადააქციოთ წვეულების შესანიშნავ ადგილად. მიუხედავად იმისა, ზეიმობთ დაბადების დღეს, ნიშნობას ან უბრალოდ შემთხვევით შეკრებას, სახლის დღიური დაქირავება დაუვიწყარ გამოცდილებას გთავაზობთ თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის.
რაც არ უნდა გამოგვრჩეს, ან როგორ გამოგვრჩება იმის აღნიშვნაა, რომ ისევე როგორც ყველაფერს სამყაროში, ამ არჩევანსაც აქვს თავისი უარყოფითი მხარე. მოდი ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, რა საფრთხეებსა და პრობლემებს ატარებს დღიური ბინები.
დღიური ბინები - მათი უარყოფითი მხარეები
ხელმისაწვდომობა: მიუხედავად იმისა, რომ სულ იმაზე ვწუწუნებთ, როგორ გაიზარდა თბილისი. წვეულებისთვის სახლები, დღიური ბინები, რომლებიც ფართისთვის გამოდგება რამდენიმე უბანშია თავმოყრილი. ამიტომ პოპულარული გასაქირავებელი ბინები/სახლები შეიძლება სწრაფად დაიჯავშნოს, განსაკუთრებით პიკის სეზონზე ან არდადეგებზე, ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ წინასწარ დაგეგმვა.
დასუფთავება და მოვლა: ტრადიციული ადგილებისგან განსხვავებით, თქვენ შეიძლება პასუხისმგებელი იყოთ დღიური სახლის დასუფთავებაზე წვეულების შემდეგ, რაც შეიძლება საერთოდ არ გსურდეთ კარგი, მაგრამ დამღლელი წვეულების შემდეგ.
წესები და შეზღუდვები: დღიური ბინები ხშირად გვთავაზობენ მკაცრ წესებს ხმაურის დონესთან, სტუმრების რაოდენობასთან ან წვეულების საათებთან დაკავშირებით. დარწმუნდით, რომ მეპატრონესთან ყველაფერი წინასწარ შეთანხმებულია და მანაც ყველა ნიუანსი გითხრათ, ასე თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე არ ჩაიშლება.
პასუხისმგებლობა მეპატრონის მიმართ: ზიანის ან უბედური შემთხვევის შემთხვევაში, შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს. დარწმუნდით, რომ ქონებას აქვს ადეკვატური დაზღვევა. იყავით ყურადღებით.
პასუხისმგებლობა სტუმრების მიმართ: გაქირავებულ სახლში წვეულების მასპინძლობას გააჩნია დამატებითი პასუხისმგებლობები, როგორებიცაა სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნაგვის გატანის მართვა და ქონების წესების დაცვა.
დასასრულს, დღიური ბინები/სახლი წვეულებისთვის შეიძლება იყოს უნიკალური და მოქნილი ადგილი თქვენი ღონისძიებისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმოთ, დაუკავშირდეთ ქონების მფლობელს და გაითვალისწინოთ თქვენი, როგორც მასპინძლის პასუხისმგებლობა. დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვით, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენი წვეულების საჭიროებებს.