ბიზნესი
11/06/2020

ბილაინის პროგნოზით, COVID-19-ის პანდემიის შედეგად შემცირებული შემოსავლები ზრდას წლის ბოლოდან დაიწყებს

კომპანია „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი "ბილაინი") ბიზნესოპერაციების დირექტორი იმედოვნებს, რომ COVID-19-ის პანდემიის შედეგად შემცირებული შემოსავლები ზრდას წლის ბოლოდან დაიწყებს.

ლაშა ტაბიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა ლოკალურმა და საერთაშორისო ლოქდაუნმა უარყოფითი გავლენა ტელეკომუნიკაციების სექტორზეც მოახდინა, თუმცა ამავდროულად დაჩქარდა ციფრული პროდუქტების დანერგვა-გამოყენება.

„ძირითადად ორმა ფაქტორმა მყისიერად მოახდინა ე.წ. შოკური ეფექტი - ეს იყო საერთაშორისო და ლოკალური მოძრაობის დახურვა. პირველ შემთხვევაში ოპერატორებმა პირდაპირ დაკარგეს როგორც ვიზიტორების, ასევე საქართველოდან მოგზაური ადამიანებისგან მიღებული როუმინგის შემოსავალი; შიდა დახურვის შედეგად კი მობილობა შეჩერდა, მობილური ინტერნეტი კი განსაკუთრებით გამოიყენება მობილობის დროს და ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული კონცენტრაცია მოხდა WiFi-ზე. ეს აისახა ტელეკომუნიკაციების კომპანიების შემოსავლებსა და ბიზნეს აქტივობაზე, თუმცა ვფიქრობთ, ეს იქნება მხოლოდ მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში. ამ მოლოდინს თავისი ახსნა აქვს, რადგან ნეგატიური ფაქტორების გარდა იყო პოზიტიური ნაწილიც, ეს არის ციფრული არხებისა და ციფრული პროდუქტების გამოყენება, რომელშიც ტელეკომისა და ინტერნეტის როლი ძალიან დიდია. „ბილაინი“ საკმაოდ დიდი ხანია საკუთარ სტრატეგიაში ციფრულ მიმართულებას მთავარ არხად ასახელებდა და გვაქვს მოლოდინი, რომ საშულო ვადიან პერიოდში, წლის მეოთხე კვარტალში შემოსავლებიც გაიზრდება და მომხმარებელთა რაოდენობაც“, - განაცხადა ლაშა ტაბიძემ.

ლოქდაუნის პერიოდში კომპანიამ გამოწვევებს მყისიერად უპასუხა. სწრაფად მოხდა ადაპტირება ახალ რელობასთან, მაგალითად, სიმბარათის შეძენის უწყვეტობისა და გამარტივების მიზნით, „ბილაინმა“ მომხმარებლისთვის შესაძლებელი გახადა თბილისის მასშტაბით სიმ ბარათების ტერმინალებიდან შეუფერხებელი შეძენა, სიმ ბარათების შესძენა ასევე შესაძლებელი იყო საქართველოს ფოსტის 81 სერვის ცენტრსა  და ჯიხურებში. შეფერხება არ მოჰყოლია ასევე დისტანციურ სამუსაო გრაფიკზე გადასვლასაც.

„დისტანიურად მუშაობას შეფერხებები არ მოყოლია, თუმცა გამოწვევა დიდი იყო. საქართველოში COVID-19-ის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე დავხურეთ აეროპორტის და ყველა სასაზღვრე მაღაზია, ძალიან მალე ყველა დარჩენილი მაღაზიაც,მალეჰე დისტანციურ მუსაობაზე გადავიდა მთელი სათავო ოფისის, მათ შორის ქოლ ცენტრიც. ეს გადაწყობა ჩვენი კომპანიისა და ჩვენი თანამშრომლებისთვის უცხო არ იყო, რადგან „ბილაინში“ ჯერ კიდევ 2016 წელს შევიმუშავეთ პოლიტიკა „იყავი თავისუფალი, იმუშავე საიდანაც გინდა“. შესაბამისად, კომპანიაში სწორი დაგეგმარებისა და ეჯაილ კულტურის დანერგვამ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაამარტივა. ამავდროულად თანამშრომლებს, რომელთაც ოფისში სურთ მუშაობა მათ აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ოფისში, სრულიად უსაფრთხო გარემოში“, - განმარტავს ლაშა ტაბიძე.

მისივე თქმით, მსოფლიოსა და საქართველოში ტელეკომის სექტორი პირველ კვარტალში მზარდი ტრენდით გამოირჩეოდა, ახლა მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში შემოსავლების კლებააა მოსალოდნელი, თუმცა არა კრიტიკული.

„ბილაინს“ სტრატეგიაში ციფრულ მიმართულებებზე ორიენტირება უწერია და ახლა ორიცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდა, ბევრი კომპანია გადავა ციფრულ არხებსა და პროდუქტების შეთავაზებაზე და აქ ტელეკომის როლი იქნება მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ტაბიძე.

Businesspartner