ბიზნესი
04/01/2021
ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" შვილობილი კომპანიის აქციებზე მსხვილი გარიგება დაიდო
ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის აქციებზე მსხვილი გარიგება დაფიქსირდა.
31 დეკემბერს, საფონდო ბირჟაზე დალისტულ „ისანი-ქართუს“ 4,604 მლნ-ზე მეტ აქციაზე 7 გარიგება დაიდო.
თითო აქციის ფასი 4.27 ლარია. გარიგების ჯამური ღირებულება კი, 19.66 მლნ ლარს შეადგენს.
„ისანი ქართუს“ აქციებზე 2020 წელს ჯამში 8 გარიგებაა დადებული.