ბიზნესი
04/10/2020

ბიძინა ივანიშვილის აქტივების მმართველ "ჯი სი ეფ პარტნიორებს" მოგება შეუმცირდა

ბიძინა ივანიშვილის აქტივების მმართველ „ჯი სი ეფ პარტნიორებს“ მოგება შეუმცირდა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთა აფილირებულმა კომპანიამ 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. გასულ წელს კომპანიას შემცირებული ჰქონდა როგორც ამონაგები, ასევე მოგებაც. წლიური ამონაგები 6.34 მლნ ლარი იყო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2018 წელს 7.35 მლნ შეადგენდა. 1.45 მილიონიდან 1.089 მლნ ლარამდეა შემცირებული წლიური მოგებაც.

„თანაინვესტირების ფონდისა“ და „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მმართველ კომპანიას თანამშრომელთა დაქირავება 3.8 მლნ ლარი უჯდება.

„ჯი სი ეფ პარტნიორები“ 2013 წელს დაფუძნდა. უჩა მამაცაშვილის, გიორგი ბაჩიაშვილის და ლევან ვასაძის თანამონაწილეობით. 2018 წლის შემდეგ  ამ კომპანიის 100%-იანი წილი „თანაინვესტირების ფონდის“ ექს-ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზეა რეგისტრირებული.

კომპანია ჩართულია ინვესტიციების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და სხვა საკონსულტაციო მომსახურებების განხორციელებაში.

2014 წელს, კომპანია საინვესტიციო აგენტის და ინვესტიციების მართვის შეთანხმებაში შევიდა GCF Luxembourg SARL-თან  და კაიმანში დაფუძნებულ GCF GP-თან. 2017 წელს კომპანიამ დადო ზოგადი მმართველობითი მომსახურების და წილების მართვის ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ (GTDF), 2018 წელს კი კომპანიამ წილების მართვის ხელშეკრულება დადო Luxco-ს რამდენიმე ჰოლდინგურ კომპანიასთან.

თანაინვესტირების ფონდის პროექტებს შორისაა “გალერია თბილისი”, “მტკვარის ჰიდროელექტროსადგური”, “ონის ჰესების კასკადი” და “ლენტეხი ჰესი", “საქართველოს სათბურის კორპორაცია”, “პლანტა” და “გეოაგრო”, “ჰაიდელბერგცემენტი” (ფლობს წილს), “აქსის თაუერსი“ (ფლობს წილს). ფლობს შეკვეთილში სასტუმრო „პარაგრაფს“,  ასევე ახორციელებს  რამდენიმე პროექტს (სასტუმრო, მრავალფუნქციური ცენტრი).  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023