ბიზნესი
01/07/2020

ბიბირუ ქალის სერიული სამოსის წარმოებას იწყებს

სექტემბრიდან თბილისში ქალის ტანსაცმლის სერიული წარმოება დაიწყება.

ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „ბიბირუ“ მისგან დამოუკიდებელი ბრენდის „ირულის“ სახელით საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის 12 მოდელს გამოიტანს ბაზარზე. პირველი ნიმუშების პრეზენტაცია ივლისში გაიმართება, მომხმარებლისთვის კი „ირული“ სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

"ბიბირუს" ახალი სტარტაპის ინვესტიცია 15 ათასი ლარია. საწარმო უკვე ერთი წელია ბაზარზეა ჩანთებსა და ტყავის აქსესუარებს აწარმოებს.

Businesspartner