ბიზნესი
09/09/2020

“ბესტ ენერჯი გრუპი“: “თელასის“ 25%-იანი წილი საქართველოში დარჩა

„თელასის“ 25%-იანი წილი საქართველოში რჩება,მის შეძენას ქართული ბიზნესჯგუფი გეგმავს,- ამის შესახებ “ბესტ ენერჯი გრუპის“ მფლობელი „სიბიეს ჯგუფი“ აცხადებს.                                 

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.529%-ის გასასხვისებლად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპიმა გაიმარჯვა.

საჯარო აუქციონის საწყის ფასს შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობა კი გახლდათ 50 000 ლარი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ბესტ ენერჯი გრუპი“ რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მსხვილ ქართული ბიზნესჯგუფთან - „სიბიეს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა აქტიურად გეგმავს კომპანიის მართვაში, დედაქალაქის ელექტრო სისტემის განვითარებასა და მოხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებაში ჩაბმას.

"ბიზნეს ჯგუფს ენერგო სისტემის მართვის მასშტაბური გამოცდილება აქვს და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

„სიბიეს ჯგუფის“ ჰოლდინგის ქვეშ არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო’ „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა.

ბიზნეს ჯგუფი აქტიურად ეწევა სტარტაპების წახალისებას და პატრონაჟს უწევს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილ ერთერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს, სოციალურ პლატფორმა “Feedc”-ს.  ამასთან ერთად გაცნობებთ რომ კოვიდ19-ის მიერ მიყენებული ფინანსური და ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, „სიბიეს ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ კომპანიებში არ მომხდარა თანამშრომლების ოპტიმიზაცია, და სახელფასო ანაზღაურების შემცირება. „სიბიეს ჯგუფის“ წევრ ყველა კომპანიაში 5000-მდე დასაქმებული დაკავებულ პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.

„სიბიეს ჯგუფის“ სამოქმედო სტრატეგიის ერთერთი მთავარი კომპონენტი  ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ჯგუფის მფლობელობაში წარმოდგენილი აქციების რაოდენობის გამსხვილება გახლავთ და წარმატებული ქართული მსხვილი ბიზნეს მოდელის შექმნა", - განმარტავენ კომპანიაში.

Businesspartner