ბიზნესი
26/03/2021

BEKO: საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულს აჭარბებს

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები გაიზარდა.

„ბეკოს“ გენერალური დირექტორის განმარტებით, გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულსაც კი აჭარბებს. ზრდა დაახლოებით 7-10%-ის ფარგლებშია.

„გაყიდვების გასულ წელთან შედარებას აზრი არ აქვს. დახურული იყო მაღაზიები, არ ვმუშაობდით პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე. 2019 წელთან შედარებით კი 2021 წლის მარტში გაყიდვები გაუმჯობესებულია. მგონია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში გაყიდვების ზრდის კუთხით უკეთესი მაჩვენებლები იქნება. თუ პანდემიის მესამე ტალღა არ დაიწყო , ლარის კურსის სტაბიურობა იქნება და პოლიტიკური კრიზისის ახალი ნიშნები არ გამოჩნდება.“-განაცხადა მეჰმედ მელექმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვების წილი მთლიან გაყიდდვებში შემცირებულია.

„რადგან მაღაზიები ღიაა, მომხმარებელს ადგილზე მისვლით ურჩევნიათ კონკრეტული ნივთის შეძენა. 2020-ში ონლაინ გაყიდვები ჩვენი კომპანიის მაგალითზე 169%-ით გაიზარდა. თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ახლა ეს ტემპი მცირდება.“-აღნიშნა მეჰმედ მელექმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022