ბიზნესი
17/02/2021

ბექა ფერაძე: ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის რწმუნებით, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითზე დაახლოებით 2 კვირის შემდეგ იმსჯელებს.

"გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. სექტორთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება სტაბილურო, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს რეგულაციების შემდგომ მოხსნაზე. საუბარია დაახლოებით 2 კვირიან პერიოდზე. თუ იქნება სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება, არ გამოვრიცხავ, რომ საბჭომ იმსჯელოს გახსნის განსხვავებულ თარიღზე. დღეს კონკრეტულ თარიღებზე მსჯელობა მიჭირს",- აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს ბექა ფერაძეს და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვეტენაძეს 9 თებერვალს შეხვდნენ. როგორც მაშინ სექტორის წარმომადგენლები განმარტავდნენ, შეხვედრაზე საუბარი იყო დამატებითი რეგულაციებით ფიტნეს კლუბების გახსნაზე, რაც გულისხმობს, თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფას. ასევე, მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას და სპორტულ დაწესებულებაში პირბადის ტარებას, გარდა ინტენსიური ვარჯიშისა. 

 

ფოტო: cedars-sinai.org