ბიზნესი
29/01/2021

ბექა ფერაძე: 43 სავაჭრო მოლიდან მოთხოვნები 13-მა დააკმაყოფილა

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, სპეციალურ პლატფორმაზე 43 სავაჭრო მოლი დარეგისტრირდა, აქედან მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს, მათ თანამშრომლების 20% გატესტეს.

„მონაცემები ყოველდღიურად იცვლება, მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ელი თებერვლისთვის მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროცესს მზად შეხვდება“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დარეგისტრირებულია 21 ბაზარი, მათგან მოთხოვნებს მხოლოდ 2 აკმაყოფილებს.

„მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, იმისათვის, რომ დაარეგისტრირონ თანამშრომლები და მოახდინონ მათი გატესტვა კორონავირუსზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, ბექა ფერაძის განცხადებით, ელექტრონულ პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 24 საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტი, აქედან მოთხოვნებს 3 აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყევტილებით, 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება. გახსნის წინაპირობა კი, თანამშრომლებიც კოვიდტესტირებაა.

შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა მუშაობის განსახლების მიზნით რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ამ პლატფორმაზე უნდა განათავსოს ბიზნესმა ინფორმაცია, რომელიც თანამშრომლების ტესტირებას ეხება.

Businesspartner