ბაზრობებზე მომუშავე პერსონალს ტესტირებას მოსთხოვენ
ბაზრობებზე მომუშავე პერსონალს ტესტირებას მოსთხოვენ, - კონკრეტული დეტალები ბაზრობების ადმინისტრაციისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეების შეხვედრაზე განიხილეს.
მხარეებმა განიხილეს ის ეტაპები და სტანდარტები, თუ როგორ უნდა მოხდეს „ბაზრობების“ გახსნა.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვაჭრობის სფერო, ზოგადად, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინკლუზიურობის მქონე დარგი და ძალიან მნიშვნელოვანია დროულად და უსაფრთხოდ გახსნა იმ მიმართულებების, რომელთა მოქმედებაც, ამ ეტაპზე, არის გაჩერებული.
„ღია და დახურული ე.წ „ბაზრობების“ ადმინისტრაციებთან ვიმსჯელეთ როგორც არსებულ რეგულაციებზე, ასევე დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც, ძირითადად, გამოიხატება ბაზრობებზე მომუშავე პერსონალის რეგულარულ გატესტვაში. არის კონკრეტული ტექნიკური საკითხები, რომელთა გადაჭრასაც უზრუნველყოფს ორივე მხარე - სახელმწიფოც და ბაზრობების ადმინისტრაციებიც იმისთვის, რომ სექტორი გაიხსნა და მისი უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა
შეხვედრას ეწსრებოდნენ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და ეპიდემიოლოგები. შეხვედრაში ასევე ონლაინ-ფორმატში მონაწილეობდნენ რეგიონებში არსებული „ბაზრობების“ წარმომადგენლებიც.