ბაზრობები შესაძლოა, დაანონსებულზე ადრე გაიხსნას
ბაზრობების წარმომადგენლები ბოლომდე კმაყოფილები არ არიან - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბაზრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
თურნავას თქმით, სექტორის წარმომადგენლებმა ყველა იმ შეკითხვაზე მიიღეს პასუხი, რაც მათ აინტერესებდათ. ასევე გაეცნენ იმ მიდგომებს, რომლითაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება.
"ბაზრობების 15 თებერვალს გახსნის გადაწყვეტილება, შესაძლოა გადაიხედოს და ეს ობიექტები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური მდგომარემობა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადია და დადებითობის მაჩვენებელიც უმჯობესდება. ერთი კვირის თავზე, როდესაც გადავხედავთ გადაწყვეტილებებს, შესაძლოა, რომ ბაზრობებისთვის უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება მივიღოთ და გახსნის თარიღმა გადმოიწიოს. დარწმუნებით ამაზე დღეს ვერაფერს ვიტყვით. თუმცა, ბაზრობების წარმომადგენლებისთვის პერსპექტივა კეთილსაიმედოა, თუკი მომდევნო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდა“ - განაცხადა ნათია თურნავამ