ბაზარზე უახლოეს მომავალში ფშავში წარმოებული თაფლი გამოვა
ინდმეწარმე გიორგი კობაიძე ფშავში, სოფელ ნეძიხში საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებული თაფლის მასიურ წარმოებას და ბაზარზე გატანას გეგმავს. როგორც მეფუტკრის შვილი მიხეილ კობაიძე ამბობს, ოჯახმა საქმიანობა 3 წლიანი დაგეგმარების, მზადების, შესაბამისი ლიტერატურის შესწავლისა და კვლევების წარმოების შედეგად დაიწყო.
„მამამ 10 წელზე მეტია ფშავში დაიდო ბინა. საქმიანობა 2 სკით დაიწყო და ამჟამად მას 40 ფუტკრის ოჯახი ჰყავს, ეს კი წელიწადში დაახლოებით 300 -500 კილოგრამი თაფლის წარმოების საშუალებას იძლევა,“ - აცხადებს მიხეილ კობაიძე "ბიზნესპარტნიორთან".
მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოებული პროდუქცია მინიმალურია, ოჯახი აქამდე რეალიზაციას ადგილობრად, რაიონის მასშტაბით ახდენდა. ახლა კი გამომდინარე იქიდან, რომ დიდია მოთხოვნა, იგეგმება წარმოების გაფართოება. შედეგად, ფშავში წარმოებული თაფლი შესაძლოა უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქსელში, დაფასოებული სახით გაიყიდოს.
კობაიძის ინფორმაციით, სოფელ ნეძიხში წარმოებული 1 კილოგრამი თაფლის ფასი 25 ლარია.