ბიზნესი
11/06/2020
ბაზარზე ტყავის ჩანთების ახალი მწარმოებელი გამოჩნდა
ბაზარზე ტყავის ჩანთების ახალი მწარმოებელი გამოჩნდა. „პარმა“ კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი კომპანიაა, რომელიც მომხარებელს მასზე მორგებულ ინდივიდუალურ დიზაინს სთავაზობს.
საწარმოში პროდუქციას ხელით ამზადებენ და მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქტს ანალოგი არ გააჩნია.
ხელნაკეთი პროდუქცია, ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ სივრცეშია ხელმისაწვდომი, თუმცა მზარდი დაინტერესების შემთხვევაში, კომპანიას წარმადობის გაზრდას გეგმავს.