ბაზარზე ტანსაცმლის ქართული ბრენდი "კიარა" გამოჩნდა
ბაზარზე ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი „კიარა“ გამოჩნდა. ბრენდი მომხმარებელს ყოველდღიური გამოყენების კომფორტულ სამოსს საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს.
"კიარა" ახალგაზრდა დებმა საკუთარი დანაზოგით შექმნეს და მოგება, რომელიც გაყიდვებს მოაქვს, ჯერ-ჯერობით ისევ სამკერვალოს ტექნიურად აღჭურვას და განვითარებას ხმარდება.
„დიზაინერები არ ვართ, მე მარკეტინგის სპეციალისტი, ჩემი და კი გრაფიკული დიზაინერია, თუმცა იდეამ შეგვექმნა ყოველდღიური მოხმარების, კომფორტულად გამოსაყენებელი, სპორტული და არამარტო სპორტული ტანსაცმელი, შეიძლება ითქვას, გაამართლა. გაყიდვები ჯერ-ჯერობით ონლაინ გვაქვს, თუმცა ახლო მომავალში შოურუმის გახსნას ვფიქრობთ და უფრო მეტ ადამიანსაც დავასაქმებთ. ზოგადად, ვგულშემატკივრობთ ქართულ წარმოებას, ნებისმიერ სფეროში. ჩვენ თვითონაც ვართ ქართული პროდუქციის მომხმარებლები და გამოვიდა ისე, რომ ახლა უკვე თავადც ვქმნით ქართულს,“ - აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" „კიარას“ თანადამფუძნბელი, მარიამ ჯანიაშვილი.
ბრენდმა ახლახან ახალი კოლექციაც წარადგინა. დათბილული ორეულების, ლეგინსების, ტოპებისა თუ თექის ჟაკეტების შეძენა მომხმარებელს 50-170 ლარის ფარგლებში შეულია.