ბიზნესი
04/09/2020

ბაზარზე სადაზღვევო ბროკერების რაოდენობა შემცირდა

სადაზღვევო ბროკერების ბაზარზე კომპანიათა რაოდენობა შემცირდა.

რეგისტრაცია "სადაზღვევო ბროკერ ჯეოთრასთს" დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით უკვე გაუუქმდა. 

იანვრიდან დღემდე ბაზარს 6 კომპანია გამოაკლდა, ერთი კი დაემატა.

ამ დროისთვის ბაზარზე სულ 15 სადაზღვევო ბროკერია დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს საბროკერო კომპანიების ლიცენზირებისა და რეგულირების წესში შესული ცვლილებები შევიდა.

იმ საბროკერო კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ განახორციელონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მხოლოდ "ა"-"დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობები (ემიტენტებისა და ინვესტორებისთვის კონსულტაციების გაწევა, კვლევა), მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 150 000 ლარამდე შემცირდა, იმ საბროკერო კომპანიებისთვის კი, რომლებიც კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ სხვა საქმიანობასაც აწარმოებენ, ძალაში რჩება დღეს არსებული მოთხოვნა - 500 000 ლარი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022