ბიზნესი
20/10/2020
ბაზარზე ქართული ბრენდის ფეხსაცმელები და ტყავის აქსესუარები გამოჩნდება
ბაზარზე ახალი ქართული ბრენდის ფეხსაცმელები და ტყავის აქსესუარები გამოჩნდება. Make Help Fashinable-მა საწარმო გახსნა და პირველი მოდელები წარადგინა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირის საწარმო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა. მხარეებს შორის თანამშრომლობა პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერება დანადგარებით აღჭურვისა და ფეხსაცმლის ბრენდის შექმნის გზით” ფარგლებში განხორციელდა.
დამფუძნებლების განმარტებით ხარისხიანი ფეხსაცლის წარმოების გარდა საწარმოს გახსნა მიზნად შშმ პირების ეკონომიკურ გაძლიერებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
საწარში 12 პირია დასაქმებული, საიდანაც 8 შშმ პირია. პროექტის განსახორციელებლად 80 000 ევრომდე ინვესტიცია განხორციელდა.