ბიზნესი
10/07/2020

ბაზარი იპოთეკის სუბსიდირების ეფექტის მოლოდინშია

უძრავი ქონების ბაზარი ჯერ კიდევც იპოთეკური სუბსიდირებით გამოცოცხლების მოლოდინშია.

თიბისი კაპიტალის კვლევით, 2 ივლისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის ცვლილება წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია და საინვესტიციო კომპანია აღნიშნავს, რომ ბაზარი ჯერ კიდევ იპოთეკური სესხების სუბსიდირების
პროგრამის ეფექტის მოლოდინშია.

თიბისი ბანკში, იპოთეკური სესხების აპლიკაციებში მნიშვნელოვანი მატება უკვე დაფიქსირდა, 8 ივლისის მდგომარეობით თ/თ 52%-იან ზრდას აჩვენებს.

Businesspartner