ბიზნესი
06/07/2023

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, დღის და ღამის კლუბი "სფერო" გაიხსნა

ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე დღის და ღამის კლუბი „სფერო“ გაიხსნა. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სალომე დიდიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სივრცე დაახლოებით 3 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. 

მისი ინფორმაციით, "სფეროში" ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად იმართება ელექტრონული მუსიკის საღამოები, ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტები, დღის განმავლობაში კი  სხვადასხვა  გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. 

"კლუბი “სფერო“ დილის 10 საათიდან იხსნება, სადაც სტუმრებს პერიოდულად ვთავაზობთ იოგის მასტერკლასებს.დღის განმავლობაში შეეძლებათ აუზით სარგებლობა, ასევე მომხარებელს აქვს საშუალება ადგილზე დააგემოვნოს კერძების მრავალფეროვანი მენიუ “მანჯისთან“.

"სფერო“ 5 დღეა რაც  გაიხსნა, რა თქმა უნდა ჯერ კიდევ დაკვირვების ეტაპზე ვართ, თუმცა, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რამდენიმე დღეში ჩვენმა სივრცემ გარკვეული ცნობადობა მოიპოვა და ერთგული მომხმარებლებიც შეიძინა“ - აცხადებს სალომე დიდიძე. 

მისივე ინფორმაციით, კლუბის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლების მხრიდან.  

„სეზონის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველას მივცეთ დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა, ამიტომ ეტაპობრივად სტუმრებს უფასო ღინისძიებებსაც ვთავაზობთ.

რაც შეეხება საკურორტო სეზონს, ძალიან ბევრ დამსვენებელს და კარგ სეზონს ველოდებით, ამიტომ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და მის შენარჩუნებაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ ნებისმიერი სტუმრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს მოვერგოთ.

კლუბ “სფეროს“ ტერიტორიაზე  არის ორი აუზი, ასევე სანაპირო ზოლშიც გვაქვს “სფეროს“ სივრცე, რაც თითოეულ სტუმარს აძლევს არჩევანის საშუალებას -  ზღვის სანაპიროზე ისარგებლოს  ჩვენი მომსახურებით,ან უშუალოდ ჩვენს ტერასაზე არსებულ აუზებზე დაისვენოს,"-აღნიშნავს სალომე დიდიძე.