ბიზნესი
24/02/2023

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას პარკინგების გათვალისწინება არ ხდება

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას პარკინგების გათვალისწინება ფაქტობრივად არ ხდება.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ, უძრავი ქონების კვლევაშია აღნიშნული, ამ კუთხით კიდევ უფრო რთულადაა საქმე ბაკურიანში.

„თბილისის ერთი კორპუსი საპარკინგე ადგილების საშუალო მოცულობით ბევრად აღემატება ნებისმიერი სხვა ქალაქისას. კერძოდ ერთ ბინაზე დაანგარიშებული პარკინგების რაოდენობით თბილისი 3-ჯერ აღემატება ბათუმს, სადაც პარკინგების გათვალისწინება ფაქტობრივად არ ხდება (დეფიციტია).

პარკინგების კუთხით უფრო ცუდი ვითარებაა ბაკურიანში, თუმცა განსხვავებით დიდი ქალაქებისგან, აქ გარე ტერიტორია ჯერჯერობით იძლევა დაპარკინგების საშუალებას,“-აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, თბილისის სამშენებლო პროექტებში უდიდესი საპარკინგე სივრცე კრწანისში, ლისზე და საბურთალოზეა, საშუალო მონაცემზე მცირედით ნაკლებია ვაკის მაჩვენებელი, გარე უბნებში კი გაცილებით ნაკლები საპარკინგე სივრცეა გათვალისწინებული, ვიდრე ცენტრალურ უბნებში.

Businesspartner