ბიზნესი
28/06/2021

ბათუმში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ბათუმში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან „GEclose2EU’’-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია გაიმართა.

ტრენინგის თემა მარკეტინგსა და ბრენდინგს მოიცავდა და მასში მონაწილეობა აჭარის რეგიონის 50-მდე მეწარმემ მიიღო.

ტრენინგები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ბენეფიციარი 500 კომპანია მონაწილეობს. ტრენინგები უკვე ჩატარდა 4 თემაზე: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, გაყიდვები/დისტრიბუციის არხები და ფინანსების მოზიდვა/ბიზნეს-გეგმის წერა.) საქართველოს ათივე რეგიონში.

ტრენინგები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს დაეხმარება უკეთ შეძლონ საკუთარი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის და პერსპექტივების შეფასება, მართონ ფინანსები, გააუმჯობესონ ანგარიშგება საგადასახადო სამსახურებთან, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ბრენდინგი, გაიგონ მარკეტინგის და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის - კოვიდის ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. ტრენინგები ასევე გააუმჯობესებინებს მათ ბიზნეს-გეგმების წერის და ბიუჯეტირების უნარებს, რაც დაეხმარება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ახალ პროგრამებში მონაწილეობის დროს.

პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”(EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

Businesspartner