ბიზნესი
19/03/2020

ბათუმის პორტში ხორბლით სავსე ორი გემი დაიცალა

ბათუმის პორტში უკვე დაიცალა ორი გემი, რომელმაც საქართველოში ხორბალი შემოიტანა, – ინფორმაციას მწარმოებელთა ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას ინფორმაციით 6 000 ტონა ხორბალი, რომლის დაცლაც ცოტა ხნის წინ დასრულდა, აჭარის რეგიონისთვისაა გათვლილი.

მისივე განმარტებით, ხვალ ფოთში 5 000 ტონიანი კონტეინერის დაცლა მოხდება. მარაგები კი როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში გადანაწილდება.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ხორბლის მარაგების პრობლემა საქართველოში არ დგას. ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს. პროცესი ჩვულ რიტმში მიმდინარეობს. კიდევ რამდენიმე კონტეინერი გზაშია და საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა.“-განაცხადა ლევან სილაგავამ.