ბათუმის პორტს 2019 წელს მოგება 5-ჯერ შეუმცირდა
შემცირებული მოგება და შემოსავლები - „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
პორტის წლიური შემოსავალი 2.67 მლნ ლარით. 41.19 მლნ ლარამდე იყო შემცირებული, წლის მოგება კი, 4-ჯერ 5.59 მილიონიდან 1.1 მლნ ლარამდე დაეცა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ძირითადი საშუალებების გადაფასებით გამოწვეული შემოსულობა 27 მლნ-ს აღემატებოდა, ამიტომ წლის სრული შემოსავალი 28.2 მლნ ლარი იყო.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიაზე კონტროლს ახორციელებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, რომელიც 2006 წლიდან პორტის 49 წლით მართვის უფლებას ფლობს.
კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა ყაზახეთის სახელმწიფო ფონდი „სამრუკ კაზინა“.
ბათუმის პორტის ტვირთბრუნვის სტრუქტურაში უპირატესობა უჭირავს მშრალი ტვირთების და ნავთობის ტრანზიტს.
2019 წელს პორტმა 694.5 ათასი ტონა მშრალი ტვრითი, 116 081 TEU კონტეინერი, 830 ტონა საბორნე ტვირთი და 0.86 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაამუშავა.
2019 წელს პორტში 578 გემი შევიდა.