ბიზნესი
11/05/2021

ბათუმის ახალმა მულტიმოდალურმა ტერმინალმა ტვირთების მიღება დაიწყო

ბათუმის ახალმა მულტიმოდალურმა ტერმინალმა ტვირთების მიღება დაიწყო.

თურქმენეთიდან საქართველოში კარბამიდის პირველი პარტია 47 ვაგონი ბათუმის ტერმინალაში უკვე დასაწყობდა. Wondernet Express -ი აცხადებს, რომ ტვირთის გადმოტვირთვა და შენახვა მოხდა საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით.

ბათუმის ახალი ტერმინალი Wondernet Express-სა და Trammo-ს ერთობლივი საკუთრებაა.

ტერმინალი შექმნილია 60,000 ტონა მინერალური სასუქის ერთჯერადად შესანახად და ქმნის უსწრაფეს და ეფექტურ მარშრუტს ცენტრალური აზიიდან შავი ზღვისკენ, შემდეგ კი ევროპაში საქონლის ტრანსპორტირებისთვის.

 

 

 

Businesspartner