ბიზნესი
20/11/2020

ბათუმის აეროპორტის გაფართოება მალე დასრულდება - ფრენების სრულად აღდგენის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს

პანდემიის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი არ შეჩერებულა, უფრო მეტიც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მალე დასრულდება. 

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს რომ ამ დროისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე შესრულებულია.

TAV Georgia-მ აეროპორტის გაფართოების პროექტის საინვესტიციო მოცულობა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა. გეგმის მიხედვით, აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

შედეგად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შედეგად კი 2021 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000 გადააჭარბა; თუმცა საავიაციო სექტორი ერთ-ერთი COVID-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ მიმართულებებს შორის.