ბიზნესი
27/12/2022

ბამბის ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანია "100% ბამბა" გაფართოებას გეგმავს

კომპანია "100% ბამბა" ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მის ძირითად პროდუქტს ბამბის ნაყინი წარმოადგენს. წარმატებული ოპერირების პარალელურად კომპანიის გეგემბიც გაყიდვების ზრდას და გაფართოებას უკავშირდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნატა ნათაძე "ბიზნესპარტნიორთან" ყვება მომხმარებლებს სურდათ პროდუქცია ადგილზე დაეგემოვნებინათ და მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე 2021 წელს პირველი სტენდი განათავსეს.

"მთლიანად საკუთარი ძალისხმევითა და ფინანსებით დავიწყეთ მრავალფეროვანი პროდუქციის ფიზიკურ სივრცეშიც რეალიზება. გაზაფხულზე გავხსენით მეორე ფილიალიც ისთ ფოინთში და ახლახანს "აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით გავხსენით 2 დამატებითი ფილიალი "სითი მოლი აგლდანში" და "გალერია თბილისიში". მაღაზიების გარდა ქეითერინგის მიმართულებით ვიღებთ შეკვეთებს როგორც ინდივიდუალურ ღონისძიებებისთვის, ისე კომპანიებისგან, ადგილზე დამზდებული ბამბის ნაყინი უფრო საზეიმო განწყობას ქმნის და ალამაზებს ნებისმიერ ღონისძიებას."-აღნიშნავს ნატა ნათაძე.

მისივე თქმით,  კომპანია საქართველოში პირველია, რომელმაც ბამბის ნაყინის ტორტი შექმნა. პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია: ბამბის ნაყინის ფიგურები, პერსონაჟები, სხვადასხვა ზომის ტორტები და სხვა.

"ბამბის ნაყინს დამზადება ხდება ადგილზე, რადგან ირგვლივ დამდგარი სუნი, დამზადების პროცესი უფრო მეტად იზიდავს მომხმარებელს, თუმცა ასევე ვთავაზობთ დაფასოებული სახით შეძენის შესაძლებლობასაც. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ყველაფრის მხოლოდ სტენდთანვე დაფასოება, რისგამოც ვიქირავეთ ფართი და უკვე იქაც მიმდინარეობს ნაწილი პროდუქციის წარმოება, შეფუთვა, შემდეგ კი სარეალიზაციოდ განთავსება ფილიალებში. ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად ბავშვები არიან, თუმცა უფროსებიც დიდ ინტერესს იჩენენ, მათვის ეს არის ბავშობაში დაბრუნების საშუალება. „აწარმოე საქართველოში“-ს დახმარებით ახლა უნდა შევიძინოთ დამატებით 2 საწარმო დანადგარი, რაც კიდევ დაგვეხმარება და გაგვიიოლებს საქმეს."- ამბობს "100% ბამბა-ს" დამფუძნებელი.

პროდუქცია ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით მზადდება, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია 5 სხვადასხვა გემო: ბაბლ გამი, ლიმონი, ვაშლი, ლურჯი მოცვი, ყურძენი. კომპანიაში დასაქმებულია 13 ადამიანი, თუმცა მათი რიცხვი სადღესასწაულო დღეებში იზრდება. რაც შეეხება ფასებს, 3.50 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს.

ქართული კოპმანიის სამომავლო გეგმები რეგიონებში გასვლას, წარმოების გაფართოებას და სადისტრიბუციო კომპანიებთან თანამშრომლობას უკავშირდება.

"საკუთარი ძალისხმებით მოვედით აქამდე. 2017 წელს როცა დავიწყეთ ეს ბიზესი პირველადი კაპიტალი იყო 3000 ლარი და როგორც უკვე აღვნიშნე პროგრამა "აწარმოე საქართველოში“-სგან მიღებული გრანტი სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაგვეხმარება. მიყვარს ჩემი საქმე, გრძელვადიანად ვუყურებ ბიზნესს, სწორედ ამის მაგალითია ის რომ 6 წელია მივყვები და ნაბიჯ-ნაბიჯ ვანვითარებ, უამრავი სირთულეების მიუხედავად, პანდემია გამოვლილი ბიზნესი მაინც შევინარჩუნეთ და განვავითარეთ."-აცხადებს "100% ბამბას" დამფუძნებელი ნატა ნათაძე.

 

 

 

 

Businesspartner