ბიზნესი
18/06/2020

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ახალი ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა.

ADY Express-ის მონაცემებით, ამჯერად გადაზიდვა თურქეთიდან აზერბაიჯანში მოხდა. გადაზიდულია ფოლადისა და პლასტიკატის მილები, ასევე ბეტონის სვეტები.

აზერბაიჯანული კომპანია ამ სახის ტვირთების გადაზიდვის გაგრძელებას ელის.

უფრო კონკრეტულად, ტრანსპორტირება განხორციელდა: თურქეთიდან განჯაში, სადაც გადაიზიდა 250 ტონა ფოლადის მილი, ასევე 100 ტონა პლასტიკატის მილი თურქეთიდან შამქორში და ასევე 600 ტონა ბეტონის სვეტი თურქეთიდან აფშერონში.

ტვირთები თურქეთიდან შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ახალქალაქის რკინიგზის სადგურში ვაგონებს გამოუცვალეს ურიკები, შემდეგ კი გზა გაგრძელდა აზერბაიჯანისაკენ.

 

 

Businesspartner