ბიზნესი
14/12/2022

BAG-ში მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებულ საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

კაპიტალის ნომინალური ღირებულების მქონე და არმქონე წილები, წილობრივი, ნებადართული კაპიტალი, მათ რეგისტრაციასთაBAG-ში მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებულ საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე მსჯელობა გაიმართან და გაზრდა/შემცირებასთან დაკავშირებული საგადასახადო დაბეგვრა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის აღსრულებასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ყველა მხარე, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის, შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა, „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები და პოზიციები. საუბარი ასევე შეეხო, საგადასახადო დაბეგვრის დადგენილი პრაქტიკას, რის შედეგადაც გამოიკვეთა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მეწარმეთა ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ე.წ. „ბუნდოვან/განსამარტ“ საკითხებთან დაკავშირებით, ბიზნეს სექტორის მოსაზრებებსა და შეხედულებებს შეაჯერებს, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვა კანონში შესაძლო ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით.