ბიზნესი
31/12/2020

BAG-ი სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს. „მიუხედავად იმისა, რომ 2020 გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და მთელი რიგი წინააღმდეგობების წელი აღმოჩნდა, ყოველი ახალი გამოწვევა და წინაღობა კი არ გვასუსტებს, არამედ პირიქით, გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ჩვენი გეგმები და სურვილები რეალობად იქცევა!

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიით გამოწვეული განსაცდელიდან გაძლიერებული გამოვა და მომავალი 2021 იქნება სწორედ წინსვლისა და განვითარების საეტაპო წელი!

საქართველსო ბიზნეს ასოციაცია, როგორც ქართული ბიზნესის დიდი ოჯახი, მუდმივად იქნება საკუთარი წევრების გვერდით, რადგან მათი წინსვლა და წარმატება ჩვენი დიდი და საერთო ოჯახის მთავარი საზრუნავია!

2021 წელს გულითადად ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობას, წარმატებულ საქმიანობას და ახალ მიღწევებს! “-ნათქვამია განცხადებაში.