ბიზნესი
07/12/2020

BAG-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო. “ეს არის უდიდესი დანაკარგი ყოველი ჩვენგანისთვის, რადგან გარდაიცვალა გამორჩეულად თბილი, კეთილი და მზრუნველი ადამიანი, რომელსაც მრავალი წამოწყება, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო იდეა და პროექტი დარჩა განუხორციელებელი. “მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულნ”  - სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენი კოლეგა და კარგი მეგობარი ვახო ფხაკაძე და მართლაც რომ სიტყვები უფერულდება იმ დიდი მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ეხლა ჩვენ განვიცდით.

ბატონი ვახტანგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ვახო იყო წარმატებული ბიზნესმენი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შესანიშნავი მამა, მეუღლე და მეოჯახე, ერთგული და მზრუნველი მეგობარი და ღირსეული და გამორჩეული კოლეგა. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შეძრწუნებულია მომხდარით და სამძიმარს უცხადებს ბატონი ვახტანგ ფხაკაძის ოჯახს. ვუსურვებთ მათ გამძლეობასა და მხნეობას მათთვის ამ უმძიმეს წუთებში!“-ნათქვამია განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022