ავტომობილის შეძენის მსურველს საწვავის გაძვირება ვერ აფერხებს
„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ მსოფლიოში ნავთობზე ფასის ზრდის შესაძლო გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის ავტომობილების რეალიზაციის მოთხოვნა-მიწოდებას ეს კრიზისი არ შეხებია.
„საწვავის ასე გაძვირებას და ინფლაციას მომხმარებელი, ვინც ავტომობილის შეძენას აპირებს ალბათ დროებით მოვლენად აღიქვამს. შესაბამისად, ის დაელოდება კონფლიქტური სიტუაციის დასრულებას და ვითარების დასტაბილურებას. ამიტომ, მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამას ნეგატიური გავლენა არ ექნება. მგონია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი წლები არ გაგრძელდა,“ - აცხადებს სურგულაძე.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის ბაზარს მთლიან რეექსორტში 20% ეჭირა, ომის გამო ეს ბაზარი სეულად დაიკეტა. როგოროც სურგულაძე აღნიშნავს, ჩვეულებრივ მუშაობს რეგიონის მიმართულება და თუ არ ჩავთვლით უკრაინას, რეექსპორტის მაჩვენებელი დადებითია, ის პანდემიამდელ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის პარარელურად, ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოში საწვავის ფასი იზრდება. საწვავზე ფასი გაიზარდა საქართველოშიც. ეკოსაწვავი 4.19 ლარი, პრემიუმი კი 3.85 ლარი გახდა.