ბიზნესი
23/03/2022

საქართველოში ეკოსაწვავი 4.19 ლარი, პრემიუმი კი 3.85 ლარი გახდა

რუსეთ-უკრაინის ომის  პარარელურად, ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოში საწვავის ფასი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ  2022 წლის 22 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა, ის მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.48  (-  0,14)  დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.76  (-  0,36)  დოლარი/ბარელზე.

საწვავზე ფასი გაიზარდა საქართველოშიც.

სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი “სუპერის“ ფასი 4 ლარს შეადგენს, „პრემიუმის“ ფასი – 3.85 ლარია, „რეგულარი“ – 3.70, ევრო-დიზელი კი 3.90 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.80 ლარია.

"ვისოლში“ ეკოპრემიუმის“ – 3.89 ლარი, „ეკო რეგულარი“ – 3.77 ლარი, „ევროდიზელი“ - 4.12 ლარი, „ეკოდიზელი“ – 4.19 ლარი, „დიზელენერჯის“ ფასი  4.03 ლარს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე „ევრო სუპერის“ ფასი 3.95 ლარს შედაგენს, „პრემიუმ ავანგარდის“  ფასი – 3.86 ლარია, „ევრო რეგულარი“ -3.73 ლარი, „ევროდიზელი“ -4.06 ლარი ღირს.

„რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებზე  დღეის მდგომარეობით,“სუპერის“ ტიპის საწვავის ფასი 4.12 ლარია, „ევრო პრემიუმი“ 3.96 ლარი ღირს, „ევრო რეგულარის“ ფასი 3.80 ლარია,  „efix ევროდიზელის“ ფასი – 4.13 ლარია, 1 ლიტრი „ევროდიზელი” - 4.09 ლარი ღირს.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „სუპერის“ ფასი - 3.89 ლარია,  „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.85 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.79 ლარი ღირს. 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.71 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ევროდიზელსა და  დიზელს, მათი ფასი 4.09  და 4.03  ლარია.