ბიზნესი
18/03/2020

ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა – ვის ეხება შეღავათები

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ.

გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, სანქციები არ იქნება გამოყენებული იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში. მათ განბაჟების ვადა პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ. შეღავათი დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს შეეხება. გადავადებული გადასახადების ოდენობა კი 50 მლნ ლარს შეადგენს.

Businesspartner