ბიზნესი
25/02/2021

ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა გადაუვადდათ

ავტოიმპორტიორებს სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 2021 წლის 1-ელ ივნისამდე გადაუვადდათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო 2021 წლის 1-ელ მარტამდე, მთავრობის გადაწყვეტილებით კი, აღნიშნულმა თარიღმა 1-ელ ივლისამდე გადაიწია.

„ეს შეღავათი დაახლოებით 19 000 ფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს ჩამოეწერებათ საურავები და ვფირობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას, პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნული სფეროს, რათა სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებელს, რომელიც იყო ბოლო წლებში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner