ავიაკომპანია "თუშეთს" შემოსავლებიც გაეზარდა და მოგებაც
ავიაკომპანია „თუშეთი“ შემოსავლისა და მოგების ზრდაზე აცხადებს.
კომპანიამ 2019 წელს 13.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წლიურ ჭრილში ზრდა 24%-ია. გაზრდილია წმინდა მოგებაც - 1.4 მილიონიდან (2018წ.) 2.3 მილიონამდე.
„ამონაგები 2019 წელს გაზრდილია ავიაკომპანიის მენეჯმენტის მიერ მთავარ კონტრაქტორთა მოლაპარაკების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ტარიფებისა ასევე ანაზღურებადი ფრენების მომატების გამო, რამაც თავისთავად იმოქმედა კომპანიის მოგების ზრდაზე, რაზეც გავლენა ამვადროულად იქონია 2019 წლის განმავლობაში გარკვეულწილი ხარჯების შემცირებამ“, - აღნიშნულია კომპანიის წლიურ ანგარიშში.
ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ავიაკომპანია ძირითადად ახორციელდება ვიწრო სპეციფიურ საქმიანობას: ე.წ. „ცხელ წერტილებში“ გაეროს, ეუთოს, წითელი ჯვრის, ნატოს მისიების და სხვადასხავა სახელმწიფოების მთავრობების სპეციალური პროგრამების მხოლოდ სამოქალაქო ხასიათის საშვეულმფრენო მომსახურეობას.
კომპანიას 3 მი-8 ტიპის რუსული წარმოების შვეულმფრენი ეკუთვნის და ახალი ახალი საჰაერო ხომალდის შეძენას განიხილავს.
დამატებითი ხომალდის შეძენის მიზეზი ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობაა, რომელიც მიხედვით, რეესტრიდან უნდა იქნას ამოღებული EASA-ს მიერ არასერტიფიცირებული შვეულმფრენები, მსუბუქი და და ულტრამსუბუქი საჰაერო ხომალდები.
კომპანიის მიერ ექსპლუატირებული სამივე მი-8 ტიპის რუსული წარმოების შვეულმფრენი EASA-ს მიერ მიერ არასერტიფიცირებული შვეულმფრენებს მიეკუთვნება.
„მოგვარების (გადავადება ან გაუქმება) მიზნით საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ევროკავშირთან: საბედნიეროდ, ანალოგები არსებობს - ბულგარეთს, ლიტვას ანალოგიური შეზღუდვები გადაუვადეს რამოდენიმე წლით და/ან შეუზღუდეს ფრენის არიალი (ევროპა)“, - ნათქვამია ავიაკომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში.
კიდევ ერთი ძირითადი რისკი მომდინარეობს უშუალოდ საქმიანობის განხორცილების ქვეყნის (ავღანეთი) არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე - სულ უფრო მეტი რეგიონი კარგავს ცენტრალური მთავრობის კონტროლს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავღანეთის პროგრამის (ნატოს ჯარების სამოქალაქო საჰაერო მხარდაჭერა) ვადაზე ადრე დასრულებაზე.
ავიაკომპანია თუშეთის ხელმძღვანელობა ფინანსური ლიზინგით დასავლური წარმოების ერთი საჰაერო ხომალდის შეძენას გეგმავს.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ 2020-2021 წლების პერიოდისთვის კვლავ აქტუალური იქნება ავღანეთის ბაზარი და მზარდი მოთხოვნა, ასევე აფრიკის სახელმწიფოებში გაეროს World Food Program -ის ფარგლებში შვეულმფრენებით შერეული (სამგზავრო-სატვირთო) ტიპის მომსახურებაზე. ამ პროგრამებში დასასაქმებლად კვლავ მოთხოვნადია რუსული ტიპის მი-8მტვ და მი-8ტ ტიპის შვეულმფრენები. თუმცა მოსალოდნელია ფასების კლება კონკურენციის გამო.