ავიაინდუსტრია ზარალს ითვლის
საქართველო სამგზავრო გადაყვანებს სრულად აჩერებს. ავიაინდუსტრია კი, ასობით მილიონის ზარალს ითვლის.
„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა როგორია ბაზრის მონაწილეთა ჩამონათვალი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კორონავირუსის გამო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვების ამოქმედებემდე (2020 წლის იანვარი), საქართველოს საავიაციო ბაზარზე 3 ქართული და 32 უცხოური ავიაკომპანია ოპერირებდა.
21 მარტიდან ამოქმედებული შეზღუდვებით, ბაზარზე მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“ რჩება, რომელიც შეზღუდულ ოპერირებას განახორციელებს და მხოლოდ მთავრობის დავალებით რამდენიმე ჩარტრს განახორციელებს. ავიაკომპანია თანამშრომელთა 95% უვადო და უხელფასო შვებულებაში უშვებს.
საქართველოს საავიაციო ინდუსტრია – მოქმედი ავიასაწარმოების, ავიასპეციალისტების და რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა ციფრებში ასე გამოიყურება:
- 7 აეროპორტი (3 საერთაშორისო აეროპორტი, მესტიის, ნატახტარის, ამბროლაურის, თელავის აეროპორტები);
- 1 სანაოსნო მომსახურების საწარმო (საქაერონავიგაცია);
- სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტში რეგისტირებული 42 თვითმრინავი, 22 ვერტმფრენი, 6 აეროსტატი;
- 500-მდე ავიასპეციალისტი
- 3 საავიაციო სატვირთო ტერმინალი;
- 12 ტექნიკური მომსახურების საწარმო;
- 7 საავიაციო სასწავლო დაწესებულება;
- 4 ავიასაწვავგასამართი საწარმო;
- 3 ბორტკვების საწარმო
ავიაბაზარზე არსებული ვითარება ყველა კომპანიის ოპერირებას აფერხებს.