ავეჯის კლასტერი იხურება
ავეჯის კლასტერი სავარაუდოდ ორშაბათიდან დაიხურება.
კომპანიაში არ გამორიცხავენ, წარმოება ორი თვით შეჩერდეს. როგორც ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარემ ბესიკ ვერძეულმა ბიზნესპარტნიორთან აღნიშნა, მეორად ნახევარფაბრიკატ ავეჯზე მოთხოვნა 30-ჯერ არის შემცირებული, კორონავირუსის გავრცელებამდე კომპანია დღეში 200 ერთეულს ავეჯს ყიდდა, ახლა კი 5-7 ცალს.
„მოთხოვნა შემცირებულია, მოგვიწევს წარმოების შეჩერება. სამწუხაროდ ეს ერთი კვირაა ინერციით მიდის მუშაობს წარმოება და მაქსიმუმ კიდევ ერთი კვირა ვიმუშაოთ. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში გავჩერდებით.“ – ბესიკ ვერძეული.
კლასტერი მეორად, ნახევარფაბრიკატ ავეჯს აწარმოებს, რომელსაც საქართველოში არსებული სხვადასხვა ავეჯის კომპანიები ყიდულობენ.
ქართული ავეჯის კლასტერი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის “მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარება და DCFTA საქართველოში” ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს.