"ასტრაზენეკამ" პროექტის "თანადგომა" შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ მდგრადი განვითარების ერთ-ერთი პროექტის, „თანადგომას“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე, პროექტის მენეჯერებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი“-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია მაისურაძე და მოწვეულ სტუმრებს 1 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები გააცნო.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოწვეულ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები გამოეთქვათ პროექტ „თანადგომასთან“ დაკავშირებით.
შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გლობალ კომპაქტის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი რატი ზაუტაშვილიც, რომელმაც მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თანადგომას“ შესახებ
კომპანია „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ პაციენტებისთვის გარკვეული პრეპარატების ხელმისაწვდომის გასაზრდელად განსაკუთრებული პროექტი „თანადგომა“ შეიმუშავა, რომელიც 2021 წლიდან სრულად ამოქმედდა. პროექტის მიზანია მწვავე და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარდიოლოგია და პულმონოლოგია. კერძოდ, „თანადგომის“ ბარათის მფლობელ პაციენტებს პროგრამაში არსებული პრეპარატების შეღავათიან ფასში შეძენა შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ვრცელდება მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც პრეპარატი ექიმის მიერ აქვთ დანიშნული. ასევე აუცილებელია, რომ დანიშნული პრეპარატი მოქმედი ნივთიერებით პროექტ „თანადგომა“-ს ჩამონათვალში შედიოდეს.
დამატებითი ინფორმაცია მითითებულია პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.tanadgoma.com.ge
ასტრაზენეკა გლობალური, ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ქმნის, აწარმოებს ფართო გამოყენების მედიკამენტებს სხვადასხვა თერაპიული მიმართულებით და მუშაობს მათ დისტრიბუციასა და კომერციალიზაციაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა და 18 სხვადასხვა დასახელების პრეპარატითაა წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა შესაბამისი თერაპიული კლასის ლიდერია როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე - საქართველოში. კომპანია გამოირჩევა ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით, სპეციალისტებისათვის უახლესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებითა და მათი სისტემატური განახლებით.