ბიზნესი
19/10/2020

ასოციაცია COVID-ტესტირებული ავტოდილერების საქართველოში შემოშვებას და განბაჟების გადავადებას ითხოვს

ავტო იმპორტიორთა ასოციაცია კორონავირუსზე ტესტირებული ავტოდილერების საქართველოში შემოშვებას ითხოვს. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ვიზიტი აუცილებლად საქმიანი უნდა იყოს და 72 საათს არ აღემატებოდეს. რეგულაციების შემსუბუქების საკითხთან დაკავშირებით ასოციაცია ბიზნესომბუდსმენის აპარატთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ასოციაცია 1 მაისის შემდგომ ქვეყანაში იმპორტირებულ მანქანებზე განბაჟების ვადის გახანგრძლივებასც ითხოვს.

გაერთიანების თავმჯდომარის განმარტებით, განბაჟების ვადის 2021 წლის 1 მარტამდე გადავადება 2020 წლის 1 მაისის შემდგომ შემოსულულ ავტომობილებზეც უნდა გავრცელდეს.

ლაშა დარბაისელის თქმით, შეღავათით მხოლოდ 2020 წლის 1 მაისამდე შემოსული ავტომობილები სარგებლობდნენ, თუმცა 1 მაისის შემდეგ საზღვარზე რაოდენობრივად გაცილებით მეტი ავტომობილი შემოვიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან ექსპორტზე $304.2 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა, წლიური კლება 37%-ია.

 

 

Businesspartner