ბიზნესი
08/10/2020

Ashley Home Store-ი ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს

Ashley Home Store ოქტომბერში მეორე სავაჭრო ობიექტის გახსნას გეგმავს.

კომპანიამ ახალი ფილიალი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ცოტა ხნის წინ უკვე აამოქმედა, უახლოეს დღეებში ფილიალს აჭარაში გახსნის და ბათუმელი მომხმარელები Ashley Home Store-ის ბრენდის ავეჯისა და სახლის დეკორის  შეძენას ადგილზე შეძლებენ.

წარმოების უწყვეტობამ, ეფექტურმა ონლაინ კომუნიკაციამ, მოქნილმა გადახდების სისტემამ და გარკვეულმა ფასდაკლებება მაღაზიას პანდემიის კრიტიკული პერიოდები შედარებით, უმტკივნეულოდ გადაატანინა.

„როცა ყველაფერი გაჩერდა, დავიწყეთ ფიქრი და მუშაობა, რომ საუკეთესოდ გაგვერთმია თავი გამოწვევებისთვის. ამერიკელი მწარმოებლებისგან მხარდაჭერა და რეკომენდაციები მუდმივ რეჟიმში გვქონდა, ადგილობრივად კი რეკლამა და ონლაინ გაყიდვები გავააქტიურეთ, მაქსიმალურად მოვერგეთ მომხმარებელთა მოთხოვნებს, ვაძლევდით დარეზერვების საშუალებას და ამ მიდგომამ 90%-ით გაამართლა,“ - აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი, გიორგი დაბრუნდაშვილი.

1945 წელს შექმნილი ავეჯის მწარმოებელი ამერიკული ბრენდი თბილისში გასულ წელს შემოვიდა. რიგით მესამე მაღაზიის გახსნა მიმდინარე კვირაში ანონსდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023