
Arttime-ში ბიუჯეტურ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა, პრემიუმზე იგივე დარჩა
შვეიცარული საათების მაღაზია Arttime-ში პრემიუმ კლასის საათებზე მოთხოვნა არ შემცირებულა,რასაც ვერ ვიტყვით ბიუჯეტურ პროდუქციაზე.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Arttime-ის მარკეტინგის მენეჯერმა ნინა თალაკვაძემ განუცხადა, საბოლოო ჯამში, კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურია.
კითხვაზე, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიგრანტთა აქტიურმა შემოდინებამ ხომ არ იმოქმედა კომპანიის გაყიდვებზე, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მიგრანტების მხრიდან შედარებით აქტიურობა პირველი ტალღის დროს იყო. ამჟამად კი არანაირი აქტივობა არ შეიმჩნევა.
მისივე ინფორმაცით, Arttime-ში საათების ფასები 190 ლარიდან იწყება, რაც შეეხება პრემიუმ მიმართულებას, ამ ხაზზში საათების ფასი 5000 ლარის ფარგლებშია. თუმცა, არის უფრო ძვირი მოდელები, მაგ: ოქროს Frederique Constant, რომლის ფასი 34 000 ლარს შეადგენს.
ამჟამად, Arttime-ს სულ 8 მაღაზია აქვს, აქედან 7-თბილისში, 1 - ბათუმში. ამაში შედის „სვოჩის“ 1 მაღაზიაც.
Arttime 1999 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ცნობილი შვეიცარიული წარმოების საათებისა და საიუველირო ნაკეთობების იმპორტი და დისტრიბუციაა საქართველოში.მათ შორის,შემდეგი ბრენდების:Balmain, Calvin Klein, Doxa, Flik Flak, Frederique Constant, GaGa Milano, Longines, Maurice Lacroix, Novarese&Sannazzaro, Rado, Raymond Weil, Swatch, TAG Heuer, Tissot, Versace, Versus, Vianna Brazil, Victorinox, Wenger.