არსებულ რეალობას ქვეყანა უფსკრულამდე მიჰყავს - შოთა ბურჯანაძე
მთავრობის ადმინისტრაციაში ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების და ბიზნეს სექტორის შეხვედრა თითქმის 4 საათამდე გაგრძელდა.
როგორც ცნობილია, გუშინ ბიზნესმა ხელისუფლებას რიგი სექტორების გახსნის მოთხოვნით ღია წერილით მიმართა და კიდევ ერღთი შეხვედრა ითხოვა.
შეხვედრა შედგა, თუმცა უშედეგოდ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია ხელისუფლების არგუმენტები მით უფრო იმ ფონზე, როცა ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მუშაობას რეგულაციების სრული დაცვით განაახლებენ. ბიზნესი რომ კრიტიკულად რთულ ვითარებაშია, ამას არც ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ. თუმცა, მათი განმარტებით, ყველა გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით იღებენენ.
1-ელი თებერვლიდან ქვეყანაში კვლავ გაურკვეველი ვადით დახურული ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფერო. მათ შორის რესტორნები, სამთო კურორტები და ფიტნეს ცენტრები. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობას ესმის, რომ ბიზნესი რთულ ვითარებაშია, თუმცა არსებობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მართვის ვალდებულებაც.
"ჩვენ ყველას, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ, სწრფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის განმავლობაში. ჩვენ დღეს საშუალება გვქონდა, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა და პასუხი გაგვეცა იმ გადაწყვეტილებების თაობაზე, რაზეც ისინი ლოგიკას ვერ ხედავენ. საუბარი მათ შორის შეეხოს იმას, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყის კარგად მართვადი პროცესი,“ -განაცხადა მაია ცქტიტიშვილმა
თუმცა, ბიზნესისთვის მთავრობის არგუმენტები გაუგებარია. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, დღეს ბიზნესის ლიკვიდირება ხდება.
"აქ არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტული ბიზნესის პრობლემაზე. ქვეყანა სოციალური აფეთქების წინაშე დგას. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა. თუმცა მთავრობის წარმომადგენლები დღეს იყვნენ წარმოდგენილნი ეპიდემიოლოგების ადვოკატებად. ეს სამწუხარო რეალობაა და ამ რეალობას ქვეყანა უფსკრულამდე მიჰყავს“ - განაცხადა შოთა ბორჯანაძემ