ბიზნესი
25/03/2020
არემჯი კორონავირუსთან ბრძოლისათვის 1 მლნ ლარს გაიღებს
კომპანია „არემჯიმ“ COVID – 19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1.000.000 ლარი #StopCoV ფონდში გადარიცხა.
#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.