ბიზნესი
08/02/2021

არჩილ კონცელიძე: შეზღუდვების მოხსნას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ველოდოთ

მსხვილი ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდგეგ, "ვითიბი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა პანდემიური მდგომარეობიდან გამოსვლა იყო.

„ძირითადი საუბარი პანდემიიდან გამოსვლის საკითხებს შეეხო. დაახლოებით, 15 კითხვა დასვა ბიზნესმა. გვაინტერესებდა პანდემიის და შეზღუდვების მოხსნის პრინციპები. ამასთან, როდის დაიწყება ეკონომიკის სრული გახსნა. რაზეც გვიპასუხეს, რომ აღნიშნული საკითხი პანდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული და რომ შეზღუდვების მოხსნას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ველოდოთ,“ - განაცხადა "ვითიბი ბანკის" პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლები პრემიერს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდნენ.

Businesspartner