ბიზნესი
13/10/2020

APM Terminals-ი ფოთის პორტის გაფართოების სამუშაოების დაწყებას 2021 წლის აგვისტოში გეგმავს

ვიმედოვნებთ, რომ ფოთის პორტის გაფართოების სამუშაოებს მომავალი წლის აგვისტოში დავიწყებთ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ APM Tetrminal Poti-ს გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა განუცხადა.

პორტის მშენებლობის 3 საფეხურიანი ნებართვის ფარგლებში პირველი ნებართვა ფოთის პორტის მფლობელმა 2020 წლის მარტში მოიპოვა, მიმდინარე ეტაპი გარემოზე ზემოქმედების გავლენის შეფასება მიმდინარეობს, რასაც ასევე მოჰყვება მიწისქვეშა კვლევებიც. ბოლო ეტაპი კი, მთავრობასთან მოლაპარაკებები იქნება.

APM Tetrminal Poti გაფართოების 250 მილიონიანი პროექტის განსახორციელებლად კონტრაქტორ კომპანიას წლის ბოლოსთვის შეარჩევს. ნავსადგურის გაფართოება კი, დაწყებიდან 3 წლის ვადაში უნდა დასრულდეს.

„ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ გლობალური დერეფანი ფოთის  პორტის მეშვეობით, რომელიც გაივლის საქართველოს, აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით და ამის შემდგომ დავიწყებთ ფიქრს, როგორ უნდა მოხდეს ტვირთის გადინება საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით და პირიქით“, -  აღნიშნა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023