ბიზნესი
05/10/2020

"ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები ბიზნესისთვის 1 წლით უნდა გაგრძელდეს"

კერძო სექტორი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათების ვადის გაგრძელებას ითხოვს. მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიებს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნებათ.

„ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები მინიმუმ 1 წლით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. კორონავირუსი არა თუ გაჩერდა, არამედ მგონი, უფრო ცუდ სიტუაციას უნდა ველოდოთ. აქედან გამომდინარე, ადეკვატურადაც უნდა გაგრძელდეს ეს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნება. გადასახადი უნდა დაირიცხოს, მაგრამ ის გრაფიკით უნდა იყოს გაწერილი. როდესაც გაქვს დავალიანება 50 000 ლარზე მეტი ყველა ვარიანტში გჭირდება უზრუნველყოფის კომპონენტი, რომ გადაგივადონ გრაფიკით. ამ შემთხვევაში სჯობს, რომ უზრუნველყოფის კომპონენტი შემცირდეს და გარკვეული პერიოდით, მაგალითად, 1 წლით იყოს მხოლოდ 20%. ამით უფრო მეტი ბიზნესი შეიძლება გადავარჩინოთ“,- აღნიშნა ჭელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ნაღდი ფულის დეფიციტია, რაც კერძო სექტორს დამატებით საფიქრალს უჩენს.

„ფული არათანაბრად ნაწილდება. გარკვეულ ბიზნესში მეტი მიდის, გარკვეულში საერთოდ არ მიდის. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. ამ შეღავათების აღარ ქონა მნიშვნელოვანი ტვირთი იქნება. უბრალოდ, ბიზნესი არჩევანის წინაშე დადგება დაიკეტოს, თუ როგორ განსაზღვროს პრიორიტეტები. ეს ყველა შეღავათი აუცილებლად უნდა გადავადდეს. ჩვენ უბრალოდ გადავრჩით, თორემ კარგი სიტუაცია ნამდვილად არ არის. დღითიდღე მძიმე ვითარებაა ეკონომიკის თვალსაზრისით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში“,- განაცხადა ჭელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022