ბიზნესი
05/10/2020

ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევას მთავრობა მომავალ წელს გეგმავს

ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევას მთავრობა მომავალ წელს გეგმავს. გეგმას 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ითვალისწინებს. სამიზნე მაჩვენებელზე გასვლის ცდომლების ალბათობა 20%-ად არის შეფასებული.

2021 წლის გეგმაშია ტენდერის შედეგად გამოვლენილ ინვესტორთან მოლაპარაკებების წარმოება და საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმება.

„ინვესტორი განახორციელებს პროექტის ფინანსურ დახურვას, განახორციელებს სასესხო ხელშეკრულებების, ასევე ტერმინალის ოპერატორთან ხელშეკრულების გაფორმებას და დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს, რაზეც სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს - 2022-2023 წწ. პორტი დაიწყებს ოპერირებას, სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს, მათ შორის შესრულების ძირითად ინდიკატორებზე - 2024 წ“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

შესაძლო რისკებად კი, საარბიტრაჟო დავა და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები  სახელდება, რის  გამოც, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ პორტის ინვესტორად შერჩეულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“  2020 წლის იანვარში ხელშეკრულება გაუწყვიტა. 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ხელშეკრულების გაწყვეტამდე ერთი წლით ადრე, 2019 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე. წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე „თიბისი ბანკთან“ და მის დამფუძნებელ აქციონერებთა დაკავშირებით დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შეფასებით პროექტის განხორციელების ხელისშეშლისთვის მოხდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში.

29 ივლისს შეტანილი სარჩელებით მოსარჩლეები საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022