ბიზნესი
30/07/2020

ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი ინვესტორი, ბობ მეიერი საქართველოს არბიტრაჟში უჩივის. შესაბამისი ორი სარჩელი ჟენევასა და ვაშინგტონში უკვე გადაგზავნილია.

“სარჩელები ეხება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, მთავრობის ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, ანაკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას”,- აღნიშნავენ კონსორციუმში.

ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოთხოვნების ოდენობა სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგისგან შედგება.

როგორც ცნობილია,საქართველოს მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება 2020  წლის იანვარში მიიღო. მიზეზად დასახელდა ის, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები. კერძოდ, ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ასევე ვერ წარმოადგინა საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულებები.

Businesspartner