"ანაკლიაზე საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ"
ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერს უახლოეს თვეებში გამოაცხადებს. ახლა უწყება საერთაშორისო კონსულტანტის ძიების პროცესშია, რომელიც მას პოტენციური ინვესტორის შერჩევაში უნდა დაეხმაროს.
"ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო. დღეს მივიღეთ დავალება, რომ უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა იმისთვის, რომ მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი. ეს ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება იყოს გამოხატული ინტერესი ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან. ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.